პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, პირველი მოსმენით, “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომელიც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას გაუწევს კოორდინაციას და მის შემადგენლობაში შევა რვა მუდმივმოქმედი წევრი: თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და თავდაცვის ძალების მეთაური, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საბჭოს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება.

ინიცირებული კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას პრემიერ-მინისტრი ეროვნული სიტუაციური ოთახის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს წარმოადგენს.

“დღეს ეროვნულ სიტუაციურ ოთახს იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ის არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების, არამედ სხვა კრიზისული ვითარების (ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაციის) სტრატეგიულ დონეზე მართვის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ.

პროექტის თანახმად, საბჭოს ეყოლება ცალკე, დამოუკიდებელი აპარატი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმებული იქნებიან როგორც საჯარო მოსამსახურეები, ასევე სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები. იმ მოსამსახურეებზე, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება, გავრცელდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები და შეზღუდვები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო