„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ზამთრის აქცია თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოში TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერის, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ზამთრის აქცია თებერვლის ბოლომდე გრძელდება. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ზამთრის აქციის ფარგლებში, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე, Corolla-ს მფლობელები ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლას ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეძლებენ, Prius-ისა და Camry-ს მფლობელები ამ მომსახურებაში 120 ლარს გადაიხდიან, Toyota RAV4-ის კი – 125 ლარს.

„აქციის ფარგლებში, ტოიოტას მომხმარებლები ნებისმიერი სახის სხვა ავტონაწილის შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი, ფილტრები და ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ზამთრის აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ თებერვლის ბოლომდე მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“. ჩვენი მისამართია: აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 522 022; 032 2511“, - ნათქვამია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა