ლევან იზორია იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვდა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების ურყევ მისწრაფებებზე და ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერაზე იმსჯელეს.

საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლება “NATO-GEO EXERCISE 2019”-ს შეეხო. მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იქნება მაღალი დონის ვიზიტებით, საერთაშორისო სწავლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებით.

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიტვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა