ირაკლი აბესაძე - საინტერესოა, რატომ არ მონაწილეობს პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და როგორ არის განსაზღვრული პარლამენტის როლი

საინტერესოა, რატომ არ მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში არანაირი ფორმით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით განუცხადა. აბესაძის თქმით, „ქართულ ოცნებას" ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით ადეკვატური მიდგომა არ აქვს.

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით განვითარებული პოლიტიკური პროცესებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა თვეებში, დადასტურდა, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობა. ეროვნული ინტერესებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია ჰქვია, „ქართულ ოცნებას" არ ჰქონდა ადეკვატური მიდგომა და ეს აღიარებულია განმარტებით ბარათშიც, სადაც ნათქვამია, რომ ვაკუუმია შექმნილი სწორედ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ბოლოს და ბოლოს იქმნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, მაგრამ რჩება ძალიან სერიოზული შენიშვნები და შეკითხვები, რამდენად ქმედითი იქნება ის იმ გამოწვევების შესაბამისად, რომელიც გვაქვს.

პირველ რიგში, საინტერესოა, რატომ არ მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში არანაირი ფორმით. ასევე, საინტერესოა, როგორ არის განსაზღვრული პარლამენტის როლი ამ საბჭოს მუშაობაში და რა ურთიერთმიმართება იქნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის დროს იქმნება. ასე, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება,"- განაცხადა აბესაძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებას ითვალისწინებს.

„მაშინ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს