ლაშა ტალახაძე გულშემატკივრებს - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული თქვენი წყალობით მეორედ შევინარჩუნე - ქართველები ერთად ყველაფერს შევძლებთ!

„მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული თქვენი წყალობით მეორედ შევინარჩუნე“, – ასე მიმართავს ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე თავის გულშემატკივრებს.

ვიდეომიმართვაში ტალახაძე მის გულშემატკივრებს მხარდაჭრისთვის მადლობას უხდის.

„უკვე ცნობილია მსოფლიო გამოკითხვის შედეგები – 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, სადაც კიდევ ერთი აღიარება მოვიპოვე თქვენი წყალობით და ეს ტიტული მეორედ შევინარჩუნე. ამისთვის ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ასევე, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ყველაფერში: მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მიმდინარეობდა გამოკითხვა და საჭირო იყო თქვენი გვერდზე დგომა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სამინისტროს, ფედერაციას, პიარს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ძალა ერთობაშია და ჩვენ ქართველები ერთად ყველაფერს შევძლებთ!“ – აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო