მამუკა ბახტაძე - მუნიციპალური განვითარების ფონდი 28 ახალ სკოლას ააშენებს და მოხდება 89 სკოლის რეაბილიტაცია

მუნიციპალური განვითარების ფონდი 28 ახალ სკოლას ააშენებს და მოხდება 89 სკოლის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, პრემიერის თქმით, 57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ თვალსაზრისით. მოხდა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრა. ჩვენ ვმუშაობთ ყველა დონორ ორგანიზაციასთან და ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რომ მოვიპოვოთ უფრო მეტი რესურსი ამ პრობლემების დასაძლევად. მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკანდინავიური გარემოს დაცვის კორპორაციის მიერ გამოყოლიფი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი პარტნიორობის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საფუძველზე, 28 ახალ სკოლას ააშენებს და მოხდება დამატებით 89 სკოლის რეაბილიტაცია. ჯამში გათვალისწინებულია 50 მლნ ლარის სამუშაოების შესრულება. ცალკე მინდა შევეხო სკოლებში სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასაც. ჩვენ გავაორმაგეთ თანხები მუნიციპალიტეტებისთვის, რაც არის მიზნობრივი ტრანსფერი. 57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ამ სამუშაოების როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების უფლების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რაც ხაზს უსვამს იმ პოლიტიკას, რასაც ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ. მიგვაჩნია, რომ ადგილზე უკეთესად იციან სკოლების საჭიროებები და პრობლემების გადაჭრა ასე უფრო სწრაფად და ოპერატიულად მოხდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა