მამუკა ბახტაძე - აშშ-ს კონგრესს წარედგინა რეზოლუცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების მხრიდან

მინდა გაცნობოთ, რომ აშშ-ს კონგრესს წარედგინა რეზოლუცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომელშიც დაგმობილია სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, რეზოლუციაში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებებია, სადაც ხაზგასმულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესთან დაკავშირებით.

„დაგმობილია რუსეთის მიერ ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია. თუ დააკვირდებით ბოლო თვეების დინამიკას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ მხარდაჭერის მესიჯებს ვიღებთ ჩვენი მხარდამჭერებისგან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია, აშშ-ს საკანონმდებლო აქტებში მსგავსი ჩანაწრების არსებობა, ვინაიდან ეს არის ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი, ძლიერი გზავნილი. მათ შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აქტი, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს საუბარი ბევრ ორგანიზაციასთან. კიდევ ერთხელ მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო