მამუკა ბახტაძე - კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება და კანონი გამკაცრდება

კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირებისთვის, ვინც მსგავს დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ვიხილავთ. ჩვენ ვაგრძელებთ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები, მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში, მძიმე შედეგები ჩვენი მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება. კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა