პრემიერი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე - ამოსავალი წერტილია, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება

„ამოსავალი წერტილი გახლავთ, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს ეხებოდა.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით და მას აწარმოებს ეკონომიკის სამინისტრო. დაველოდოთ შედეგებს. მე ვფიქრობ, რომ მოკლე ვადაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში, მაგრამ ამოსავალი წერტილი გახლავთ, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება.

დაველოდოთ მოლაპარაკებებს. მე ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა