ირაკლი აბესაძე - უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ იგრძნობს

უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ იგრძნობს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" დღეს ეკონომიკის მინისტრს გადასახადების შემცირებასთან, საპენსიო რეფირმასთან და ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს.

გიორგი ქობულიას დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მოუსმენენ.

"გასული წლის ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა, ისევე, როგორც "ქართული ოცნების" მმართველობისას სხვა წლებში, გვაფიქრებინებს, რომ უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ იგრძნობს. დაბალი ეკონომიკური ზრდა კი დიდწილად განპირობებულია იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმართავს: გაზრდილი საგადასახდო წნეხი, ამას დამატებული საპენსიო რეფორმა, რომელიც რეალურად გაზრდილი გადასახადია როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, ასევე ახალი ძალიან მკაცრი საბანკო რეგულაციები, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის და შესაბამის სექტორებში. ესეც იწვევს წარმოების მოცულობის შემცირებას. ასე, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი შეკითხვა გროვდება "ქართული ოცნების" ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლის შედეგიც არის უფრო მეტად გაღარიბებული მოსახლეობა. ამის აღიარება ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია.

გიორგი ქობულიასთან ჩვენი შეკითხვები, ერთი მხრივ, შეეხება ამ ეკონომიკურ პოლიტიკას და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით, აპირებს თუ არა ეკონომიკის მინისტრი გაიზიაროს ჩვენი შეთავაზებები გადასახადების შემცირებასთან, საპენსიო რეფორმის შეჩერებასთან და საბანკო რეგულაციების გადახედვასთან დაკავშირებით,"- განაცხადა აბესაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს