გენერალურ პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას გამოკითხვა მიმდინარეობს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის პროკურატურას მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რაც საქმეს ეხება და რის მიხედვითაც შესაძლებელია კონკრეტული პირების წინააღმდეგ ბრალის წარდგენა მოხდეს.

„ჩვენ გვაქვს ახალი მტკიცებულებები, რომელიც თვენახევრის განმავლობაში გამოიკვეთა და ვაპირებთ, რომ პროკურორს დეტალური ინფორმაცია, მტკიცებულებები და ყველა ფაქტი მივაწოდოთ. გამოძიების დაწყება კარგია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. იმედი მაქვს, რომ ეფექტურად და მოკლე ვადაში წარიმართება საქმე. ვიდეომასალები არის მტკიცებულებების ნაწილი. ასევე არის დოკუმენტური მტკიცებულებები. ერთადერთი, რაც გამოძიებამ უნდა გააკეთოს, ეს მასალები უნდა შეკრიბოს, დაკითხოს მოწმეები და დამნაშავეებს ბრალი წარუდგინოს. საბოლოო ჯამში პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია ეს საქმე. რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემებს, ია კერზაიას არ აწუხებდა არაფერი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და დევნამ, რაც მის საჯარო სკოლაში განახორციელეს", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ, რომელიც პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: პროკურატურაში ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას გამოკითხვა მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა