ბაჩანა შენგელიას ადვოკატი - წარმოვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას

პროკურატურაში წარმოდგენილ მასალებში საუბარია სამოხელეო დანაშაულზე. ეს ვლინდება როგორც კონკრეტულად განათლების მინისტრის მხრიდან, ასევე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების მხრიდან, - ამის შესახებ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე ბაჩანა შენგელიას ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

იურისტის მტკიცებით, მათ დანაშაულის შემცველი ქმედებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ორი თვეა რაც გააჩნიათ, თუმცა პროკურატურა დღემდე ამ მასალებით არ დაინტერესებულა.

„მტკიცებულებები ჩვენ უკვე ორი თვეა გვაქვს და ვითხოვდით გამოძიების დაწყებას. როგორც იქნა დაიწყეს გამოძიება. ჩვენს მიერ მიწოდებული მასალის შეფასება უკვე გამოძიების საქმეა. ჩვენ წარმოვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას.

აქ საუბარია სამოხელეო დანაშაულზე. ეს ვლინდება როგორც კონკრეტულად განათლების მინისტრის მხრიდან, ასევე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების მხრიდან, ვინც უკანონოდ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩაატარეს ინსპექტირება.

აქ არის როგორც დოკუმენტური მტკიცებულებები, ასევე პირების ახსნა- განმარტებები", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას გამოიკითხვა მიმდინარეობს.

გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს