ადვოკატი - დედის მიმართ ძალადობას დაკავებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, საცხოვრებელ სახლში კი, ხანძარი რატომ გაჩნდა, არ იცის

ხანძარი რატომ გაჩნდა, არ იცის, მისი მხრიდან დედის მიმართ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული 30 წლის მამაკაცის, დიმიტრი ვოლოშინის ადვოკატმა, ხათუნა ჩხაიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ვოლოშინს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. ჩხაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქევშ მყოფი დედასთან კონფლიქტს არ ადასტურებს და მისთვის სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზიც უცნობია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ დააკავეს, ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. ის ამბობს, რომ მისი მხრიდან დედის მიმართ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. ხანძარი რატომ გაჩნდა, არ იცის. ეს მისი საცხოვრებელი სახლიც იყო და დამწუხრებულია, ცეცხლის შედეგად სახლი რომ დაიწვა. ამბობს, რომ სახლში შეშის ღუმელი იყო, თუმცა, ხანძარი რამ გამოიწვია არ იცის. ხანძრის დროს, ის სახლში არ იმყოფებოდა, როცა მივიდა, ცეცხლი უკვე იყო, რასთანაც კავშირი მას არ გააჩნია“, - აცხადებს ჩხაიძე.

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავა. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა