მამუკა ბახტაძე - აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს ჩაერევა კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა - არ დანიშვნაში - ეს წარსულს ჩაბარდა

აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს ჩაერევა კონკრეტული მოსამართლეების, მათი სახელების და გვარების მიხედვით დანიშვნა ან არ დანიშვნაში. ეს არის მიუღებელი და ეს წარსულს ჩაბარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, მან არაერთხელ დააფიქსირა მოსაზრება, რომ წარსულს ჩაბარდა ის პრაქტიკა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლო სისტემაში ერეოდა.

„მე ხშირად მეუბნებიან, რატომ ვცდილობ ბევრ სხვა პასუხში გამოვიყენო სტატისტიკა. ხშირად, ტექნიკური განათლება ციფრების სიყვარულისკენ უბიძგებს ადამიანს, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ავცდებით და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. 2012 წლიდან დღემდე, სტრასბურგში მიმართვის მაჩვენებელი 11-ჯერაა შემცირებული. ესაა პასუხი იმ კითხვაზე, რომელსაც სამწუხაროდ, პოპულისტი პოლიტიკოსები სვამენ, რა გაკეთდა იმ რეფორმების ტალღის შედეგად სასამართლოში და იგივე კატასტროფაა, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ესაა ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ რა რეფორმებიც განვახორციელეთ, არის წარმატებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძელით და მოვხსენით ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც სასამართლოში იყო 2012 წლამდე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ ამ გზით სიარული. უფრო მეტი დამოუკიდებლობა, მეტი პროფესიონალიზმი, მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ ამას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ როდესაც ნებისმიერი პოლიტიკოსი ამბობს იმას, რომ ჩვენ იგივე წარსულში ვართ დღეს, რაც იყო მანამდე, ეს არის იაფფასიანი ტყუილი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი სასამართლოში, რომელიც ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში, სწორედ ობიექტური კრიტერიუმის დაცვით. ამავე დროს გვსურს მეტი, ვინაიდან საზოგადოების დაკვეთა და საზოგადოების კონსენსუსი გახლავთ ის, რომ ჩვენ დემოკრატიული რეფორმების გატარება გვჭირდება იმ სტანდარტის მისაღწევად, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მე ამ სულისკვეთენას ვუჭერ მხარს“, - განცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ლოგიკურია საუბარი იმაზე რომ მოსამართლეების შესარჩევად შესაბამისი კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს.

„არსებობს კონსენსუსი და ამაზე ყველა სპეციალისტი და ექსპერტი თანხმდება. მე არ ვარ ამ სფეროს ექსპერტი. ძალიან ლოგიკურად მიმაჩნია ის, რაზეც საუბრობენ, რომ ობიექტური კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე დარწმუნდეს, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი პროფესიონალური სტანდარტის მქონე პროცედურასთან საქმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სახელსა და გვარებს, მე რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქეს შეიძლება მქონდეს ჩემი პირადი დამოკიდებულება ნებიმიერი ადამიანის მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს ჩაერევა კონკრეტული მოსამართლეების, მათი სახელების და გვარების მიხედვით დანიშვნა ან არ დანიშვნაში. ეს არის მიუღებელი და ეს წარსულს ჩაბარდა“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს