სერგეი ლავროვი - ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ვაშინგტონის მძლავრი ზეწოლის ქვეშ ხდება

ქერჩის სრუტეში ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება ვაშინგტონის მძლავრი ზეწოლის ქვეშ ხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არავისთან განვიხილავთ. გვსურს ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ვაჭრობის წარმოება, რათა სხვის ახირებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ვერ აიძულეს პეტრო პოროშენკო, მინსკის შეთანხმებები შეესრულებინა.

„ვინაიდან თავიანთ კლიენტებს ვერ მართავენ, რამე უნდა მოემოქმედათ და წამოვიდა სანქციების მორიგი პაკეტი“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, „აღნიშნული სანქციების მიღება აშშ-ს მძლავრი ზეწოლის ქვეშ ხდება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროპის არადამოუკიდებლობაზე“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა