ირაკლი კობახიძე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ თურქ კოლეგასთან - ქვეყნის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ბინალი ილდირიმთან გამართა.

პირისპირ და შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის კულტურული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ კუთხით არსებულ პოტენციალს.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ თურქეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

როგორ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ორი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შეეხო.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და მეგობრობას. პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ამას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ ჩვენი ურთიერთობის, მეგობრობის ყველა ასპექტზე, დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობით, გაგრძელებული ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობებით. ჩვენი თანამშრომლობის თითოეული ეს განზომილება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ჩვენი ორი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. მათ შორის, ჩვენ, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და ჩვენს თურქ კოლეგას მადლობა გადავუხადეთ იმ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ მიმართულებით ვგრძნობთ ჩვენი თურქი მეგობრების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა