ათეა-ს ორგანიზებით, საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციების ერთობლივი პროექტის კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ათეა-სა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის ერთობლივი პროექტის - ,,ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები’’ შემაჯამებელი კონფერენცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტ თამარ ტალიაშვილთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის საერთაშორისო პროექტების მრჩეველმა ბიორნ რანგევაერმა მიმართეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადგილობრივი დემოკრატიის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვეს ხაზი. ,,ევროპის მასშტაბით, ნორვეგია წამყვანი ქვეყანაა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების კუთხით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათეა-სა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში წარმატებულად განხორციელდა. დღევანდელი შეხვედრა შესაძლებლობას გვაძლევს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გავაანალიზოთ უკვე მიღწეული შედეგები და დავგეგმოთ სამომავლო თანამშროლობა“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის წარმომადგენელს - ბიორნ რანგევაერს პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

პირველი სესია ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. დავით მელუამ საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროპის საბჭოს კონგრესის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის სახით წარუდგინა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტს დაეთმო, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკოლოზ როსებაშვილმა გააცნო.

თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, დოკუმენტის განხილვის შემდეგ, სხდომის მონაწილეებს სიტყვით ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მიმართა. ნათია ღვინაშვილმა დეცენტრალიზაციის პროცესში ასოციაციის ჩართულობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ათეა-ს მიერ ორგანიზებული საკონსულტაციო შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სხდომა კვლავ აღნიშნულ დოკუმენტზე მსჯელობით გრძელდება. ათეა-ს ექსპერტები - ნინო ზურაბიშვილი და კახა გურგენიძე რეგიონებში საკონსულტაციო შეხვედრების დროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე საუბრობენ, რის შემდეგაც სხდომის მონაწილეებს დეცენტრალიზაციის პროექტთან დაკავშირებით ორგანიზაციის რეკომენდაციებს წარუდგენენ. კონფერენციის დასასრულს დავით მელუა და ნათია ღვინაშვილი დამსწრე საზოგადოებას ათეა-ს სამომავლო გეგმებს გააცნობენ და იმ მიმართულებებზე და ამოცანებზე ისაუბრებენ, რომლებიც ადგილობრივი დემოკრატიის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების პირველ დღეს თამარ ტალიაშვილი და ბიორნ რანგევაერი შეაფასებენ.

ხვალ კი, კონფერენციის მონაწილეები ინტერ-მუნიციპალური თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ.

კონფერენციას ევროპის საბჭოს კონგრესში ათეა-ს დელეგაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა