ზაზა სარალიძე - კითხვებზე პასუხის მიღების იმედი რომ არ მქონდეს, პროკურატურაში შეხვედრაზე არ მოვიდოდი

კითხვებზე პასუხის მიღების იმედი რომ არ მქონდეს, არ მოვიდოდი დღევანდელ შეხვედრაზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.

ზაზა სარალიძის თქმით, მას აქვს არაერთი კითხვა, რომელსაც პროკურატურაში შესვლამდე არ გაასაჯაროებს.

„მე მაქვს არაერთი კითხვა. ასევე კითხვები მაქვს გუშინდელ პროცესთან დაკავშირებით. დღეს, სავარაუდოდ, გენერალურ პროკურორთან ერთად იმ საქმის პროკურორები უნდა იყვნენ წარმოდგენილი, რომლებსაც საქმე სასამართლოში აქვთ წარდგენილი. კითხვებს წინასწარ არ ვიტყვი და აუცილებლად მოვითხოვ პასუხებს.

გამოძიებამ არ გასცა კითხვებს პასუხი მთელი ამ ხნის განმავლობაში. გამოძიება ხელს აფარებს მიხეილ კალანდიათი დაწყებული ყველა საქმის პროკურორს და გამომძიებელს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში გენერალურ პროკურორთან, ასევე მისი და მისი შვილის საქმის პროკურორებთან შეხვედრაზე შევიდა. სარალიძესთან ერთად გენერალურ პროკურატურაში მისი ადვოკატები ნესტან ლონდარიძე და ალეკო ცქიტიშვილი შევიდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა