ლეონიდ სლუცკი - სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებაზე საუბარი არც კი შეიძლება შედგეს

ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დახურულია და აშშ-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მისი უკრაინისათვის დაბრუნებაზე საუბარი არც კი შეიძლება შედგეს, - ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

„ყირიმის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი დახურულია. ნახევარკუნძულის უკრაინისათვის აშშ-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დაბრუნებაზე საუბარი არც კი შეიძლება იყოს“, - განაცხადა რუსმა პარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ს წარმომადგენელმა კოენმა განაცხადა, რომ აშშ მანამ დატოვებს ძალაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ვიდრე კიევი ყირიმზე და დონბასზე კონტროლს არ აღადგენს.

„ყირიმი ვაჭრობის საგანი არ არის. 2014 წელს ყირიმელებმა რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება სამშობლოში, რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების თაობაზე“, - დასძინა სლუცკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა