ქეთევან ციხელაშვილი - საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება

საუბედუროდ, ადამიანების დაკავება არის საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი, რაც მუდმივად, გარკვეული პერიოდულობით ამგვარი თუ სხვა პროვოკაციული ქმედებების განხორციელებით, ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განმუხურში, საოკუპაციო ძალების მიერ ორი მამაკაცის გატაცების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთი ინფორმაცია არსებობს, მათ შორის საოკუპაციო ძალების წყაროებით, სადაც „ცინიკურად არის აღნიშნული, რომ დაკავებულთა 80-90% არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი, როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი“.

„სამწუხაროდ და საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება ადამიანების უკანონო დაკავებას. ამჯერად განმუხურიდან ადამიანების დაკავება მოხდა. დასტურდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ორი მამაკაცი. ამ ეტაპზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და რა თქმა უნდა, ეს ინსტრუმენტები იმისთვის არის ამოქმედებული, რომ დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება.

ჩვენი ქმედება პირველ რიგში ის არის, რომ ავამოქმედოთ ცხელი ხაზი და მეორე არის, რომ მივცეთ სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. ეს არის ყველა შემთხვევაში გაუმართლებელი, უკანონო, მიუღებელი მოქმედება და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობასთანაც გვაქვს კომუნიკაცია“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა