გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი - თბილისში ბევრი საწარმოო ტერიტორიაა, რომელსაც ფუნქციის შეცვლა დასჭირდება, რადგან მათი ნაწილი საბჭოთა წყობიდან დარჩა და იქ აღარაფერი ხდება

თბილისში ბევრი ისეთი წარმოებაა, რომელსაც ფუნქციის შეცვლა სჭირდება, რადგან მათი ნაწილი საბჭოთა წყობიდან დარჩა და იქ აღარაფერი ხდება, ზოგი დაშლილია, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ბოლქვაძე შეეხო მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის სტატუსის შეცვლას და აღნიშნა, რომ ტერიტორიების ფუნქციის შეცვლა გენერალურ გეგმაში დევს.

„საწარმოო ტერიტორიების ფუნქციის შეცვლა გენერალურ გეგმაში დევს. კიდევ ბევრი წარმოებაა თბილისში, რომელსაც დასჭირდება რეორიენტაცია, ფუნქციის შეცვლა. რადგან იქ არაფერი ხდება,ზოგი- დაშლილია, საბჭოთა წყობიდან დარჩა ის წარმოებები. ამ ტერიტორიებზე პერსპექტიული რეორიენტაცია მიზანშეწონილია, ოღონდ რა ფუნქციაც სჭირდება ქალაქს, იმის მიხედვით. სწორია, რომ ტერიტორია, რომელიც მომზადებულია განაშენიანებისთვის, კომუნიკაციებით, გზებით, კანალიზაციით, წყლითა და ელექტრობით, ახალი ფუნქციით განვითარდეს“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.

მან განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციანტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტი, რომ 4.6 კოეფიციანტიანი ზონა გადადის 2.5 კოეფიციენტში, სამართლიანია.

შეგახსენებთ, რომ იგეგმება მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის საზოგადოებრივად საქმიანი ზონის სტატუსის საცხოვრებელი ზონა ექვსით შეცვლა და 18 9-სართულიანი შენობის აშენება. გუშინ თბილისის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულმა თემამ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარეს რევაზ სოხაძეს შორის კამათი გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო