ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე მმართველ გუნდში დაპირისპირების თემა არ განხილულა

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მმართველ გუნდში დაპირისპირების თემა არ განხილულა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა განხილვის თემა მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება და შეძლებს თუ არა გუნდი დაპირისპირების მორიგი ტალღის გადალახვას მაშინ, როდესაც ეკა ბესელია ამბობს, რომ თვის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მან დაპირისპირების დეტალები არ იცის.

„თქვენ წარმოიდგინეთ და ვერ ვიცლი მაგისთვის. არ იყო განხილვის თემა. ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ დეტალებში და პერიპეტიებში გავერკვე ამ დაპირისპირების”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს