ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ საბანკო რეგულაციების ნაწილში „დრამატულ სურათს“ ვერ ხედავს

1-ელი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების ნაწილში დრამატულ სურათს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სავარაუდოდ, ფიზიკური პირებზე სესხის გაცემის რეგულაციაში ცვლილება არ შევა, რაც შეეხება უძრავი ქონების ნაწილს, მისივე თქმით, თუ რეგულაციის გავლენა ნეგატიური იქნება, შესაძლოა, რეგულაცია გადაიხედოს.

„თქვენ იცით, რომ მე დიდი მოყვარული რეგულაციების არ ვიყავი. ამ ნაწილში უფრო ლიბერალური მიდგომები მქონდა, განსაკუთრებით როცა საქმე უძრავ ქონებას შეეხება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პასუხისმგებლობა ყველამ ერთად გავინაწილეთ. მე მგონია, რომ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რა დონით რეალიზდა ეს ეფექტი. სამომხმარებლო ნაწილში მე დრამატულ სურათს არ ვხედავ, არ მგონია, რომ ეს ნეგატივია, რაც შეეხება უძრავ ქონებას, დეველოპერებს, ამ მიმართულებას ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. ძალიან ფრთხილად ეკიდება ამ ყველაფერს ეროვნული ბანკიც და თუ ვნახავთ, რომ რეგულაციის გავლენა ნეგატიურია, შესაძლოა, ამ ნაწილში რეგულაციას გადავხედოთ. მართლა გვაკლია ჯერ მონაცემი, რომ დავასკვნათ და გავზომოთ ამ რეგულაციამ რა ეფექტი მოახდინა. მგონია, რომ ის რაც ჟღერს მედიაში, გადაჭარბებულია. ონლაინსესხებს თუ ავიღებთ, ეს სხვა თემაა, იქ სერიოზული დარტყმა მოხდა, მაგრამ ეკონომიკაზე ნეგატივი პრაქტიკულად არ ჰქონია. მგონია, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემის წესში ცვლილებების საჭიროება არ ჩანს, კიდევ შევხედავთ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა