ამირან გამყრელიძე - საქართველოში გრიპთან დაკავშირებით  სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა, მეზობელ ქვეყნებში გამწვავდა და ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ

გრიპთან დაკავშირებით სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა, ახლა ის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გამწვავდა. ამიტომ, ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე, ამიტომ რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, რომელსაც მუდმივად იძლევა დაავადებათა კონტროლის ცენტი, ისევ ძალაში რჩება.

„გრიპის სიტუაცია თანდათან მშვიდდება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ავადობის პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას. მთელი იანვრის განმავლობაში და თებერვლის პირველი კვირის განმავლობაშიც ავადობის მაჩვენებელი მიდის ქვემოთ. ბოლო მონაცემებით, ეს არის 186 ადამიანი 100 000 მოსახლეზე. ერთი კვირით ადრე ეს გახლდათ 211, იმის წინ 253 და ა. შ. ანუ, მაჩვენებელი მოდის ქვემოთ. ასევე საგრძნობლად მცირდება მძიმე, მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ის ჩამოვიდა 18%ზე. ერთი კვირით ადრე იყო 21%, მანამდე 28% და ა. შ. მაქსიმალური იყო 41% დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც პიკი იყო გრიპის. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირებულია სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელი გრიპოზულ და რესპირატორულ დაავადებებთან მიმართებაში, თუმცა, გრიპის სეზონი ზოგადად, გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე, ამიტომ მოსახლეობამ ის რეკომენდაციები, რომელსაც მუდმივად ვიძლევით: ჰიგიენური წესების დაცვა, თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, რაც მთავარია, პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართვა სამედიცინო დაწესებულებებისადმი, ისევ ძალაში რჩება, რამეთუ, გრიპს ახასიათებს ტალღისებული მიმდინარეობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა