ისნის რაიონში ორი ახალი სკვერი მოეწყობა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეპუტატმა ადგილობრივებთან ერთად რაიონში ორი ახალი სკვერის მოწყობის პროექტი განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

ლაცაბიძის თქმით, სკვერებს ისნის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის განმავლობაში მოაწყობს.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ახალი სკვერების მოწყობის გარდა, ისნის რაიონში 10 საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდება. ლაცაბიძის განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 030 000 ათასი ლარი დაიხარჯება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს