ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ლუქსემბურგში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაგეგმილი აქვს ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, ქვეყნის მაშტაბით ბაღების მშენებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო