თეონა აქუბარდია - უშიშროების საბჭო არ უნდა იქმნებოდეს ან უქმდებოდეს პიროვნებებზე მორგებით, ეს უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული

"გვქონია პრაქტიკა, როცა პრეზიდენტს და პრემიერს არ ჰქონდათ კარგი ურთერთობა", - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

"კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემები საკმაოდ მრავლად არის.

პირველი ის, რომ გარკვეულწილად კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო დახურული. აქ არ იყო ჩართული არც ადგილობრივი ექსპერტი, არც უცხოელი პარტნიორი ქვეყნებიდან იყვნენ წარმოდგენილი ექსპერტები, რაც ძალიან ცუდია.

დღეს ვერ მოვისმინე ლოგიკური არგუმენტები თუ როგორ ურთიერთმოქმედებს პრემიერის სათათბირო უსაფრთხოების საბჭო პრეზიდენტის თავდაცვის საბჭოსთან.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთმოქმედება ჩანდეს. დღეს აქ საუბარი იყო, რომ პრემიერს და პრეზიდენტს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ და მათ შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი საფრთხეების შემთხვევაში. ჩვენ გვქონია პრაქტიკა, როდესაც პრეზიდენტს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ქვეყნის პრემიერთან. იმისათვის, რომ პოლიტიკური რისკები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია ინსტიტუციური პლატფორმა არსებობდეს, რომ ეს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი ერთმანეთს ესაუბროს. პრაქტიკა ამის დასტურია, სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოები ჩნდებოდა და ქრებოდა საქართველოში ერთი თუ ორი პირის ინიციატივის გამო. მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილს სურდა, რომ ჰქონოდა უსაფრთხოების საბჭო მის ქვეშ და შეიქმნა ასეთი საბჭო. პრემიერ კვირიკაშვილს სურდა გაუქმებულიყო და მინდია ჯანელიძის საბჭო, რომელიც ღარიბაშვილის დროს იყო, გაუქმდა. ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტი ტაშს უკრავდა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო ამა თუ იმ პრემიერის მიერ წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გავაგრძელოთ ეს მავნე პრაქტიკა და უშიშროების საბჭო არ იქმნებოდეს პიროვნებებზე მორგებით. ეს უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. დღეს იქნება პრემიერი ბახტაძე, ხვალ გახარია თუ ზეგ იქნება ვინმე სხვა, ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს", - განაცხადა აქუბარდიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო