პრეზიდენტის პრესსპიკერი - კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის მონაწილეობა

მიგვაჩნია, რომ კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის მონაწილეობა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება.“

„მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული პრეზიდენტის მონაწილეობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში იმისათვის, რომ პრეზიდენტმა შეძლოს იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციით. ბუნებრივია, პრეზიდენტი ვერ იქნება მთავრობის სათათბირო ორგანოს წევრი, თუმცა მისი კონსტიტუციური ვალდებულებების გათვალისწინებით, უნდა გამოინახოს სხდომებზე პრეზიდენტის დასწრების კანონით გაწერილი გზა. ამ საკითხებთან დაკავშირებით გავმართათ კონსულტაციებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. საბჭოს რვა მუდმივი წევრისგან შედგება და ესენი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა