გიგა ბოკერია - ამ ეკონომიკის მინისტრის პირობებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ნულოვანი ხედვა იმის, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან

ივანიშვილის გუნდის და ამ ეკონომიკის მინისტრის პირობებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ნულოვანი ხედვა იმის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმაც და სესხებთან დაკავშირებული რეგულაციებიც ქვეყნის გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრმა ამ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

"საერთო ჯამში, ივანიშვილის გუნდის და ამ ეკონომიკის მინისტრის პირობებში მთავარი კითხვაც და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც არის ნულოვანი ხედვა იმის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყველა მიმართულებით - ე.წ. საპენსიო რეფორმით დაწყებული, გაგრძელებული ვითომ ხალხზე ზრუნვით სესხებთან დაკავშირებით - არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქვეყნის გაღარიბების, ახალი სამუშაო ადგილების არშექმნის, შემოსავლების კლების და ამ ყველაფერზე გიორგი ქობულიამ უნდა გაგვცეს პასუხი. დრო გადის, ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და ამ პოლიტიკის არათუ ცვლილება არ ხდება, არამედ საზიანო ნაბიჯების გაღრმავება ხდება ხელისუფლების მხრიდან ცინიკური საუბრით, რომ ვითომ ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე,"- განაცხადა ბოკერიამ.

ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე საქმიანობის ანგარიშით ეკონომიკის მინისტრი გამოდის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა