მთავარმა პროკურატურამ “პალიტრამედიის” სტამბიდან (შპს “კოლორპაკი”) ამოღებული დოკუმენტაცია კომპანიას უკან დაუბრუნა

მთავარმა პროკურატურამ “პალიტრამედიის” სტამბიდან (შპს “კოლორპაკი”) ამოღებული დოკუმენტაცია კომპანიას უკან დაუბრუნა.

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ შპს „კოლორპაკისთვის“ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, დოკუმენტაციის შესწავლა დასრულებულია და გამოძიებას „კოლორპაკის“ მიმართ კითხვები არ გააჩნია.

„მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, შპს „კოლორპაკი“-დან ამოღებულ იქნა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლა დღეის მდგომარეობით დასრულებულია. იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს შპს „კოლორპაკი“-ს მიმართ და გამოძიებას მის მიმართ კითხვები არ გააჩნია, უახლოეს პერიოდში იგეგმება ამოღებული დოკუმენტაციის კომპანიისთვის დაბრუნება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ კომპანიისთვის 6 თებერვალს გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები „პალიტრამედიის“ სტამბა (შპს „კოლორპაკში“) 24 სექტემბერს შევიდნენ და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)”.

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, „კოლორპაკიდან“ დოკუმენტაციის ამოღება სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე უწყებაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა