ეკა ბესელია - ვანო ზარდიაშვილის განცხადება გასცდა ყოველგვარი კორექტულობის და გონივრულობის ფარგლებს

"ვანო ზარდიაშვილის განცხადებაზე, ალბათ, შესაბამისი რეაგირება იქნება იმიტომ, რომ ეს გასცდა ყოველგვარი კორექტულობის და გონივრულობის ფარგლებს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ბესელია გამოეხმაურა თანაგუნდელ ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ არც ერთი თავმოყვარე იურისტი მხარს არ დაუჭერს ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ეკა ბესელიას თქმით, ზარდიაშვილის აღნიშნული განცხადება კოლეგების მიმართ უპატივცემულო იყო. "რაც შეეხება იმ უნიჭო და სამარცხვინო კომენტარს, რაც გაკეთდა კლასებთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ შეურაცხმყოფელი იყო კოლეგების მიმართ. ამაზე, ალბათ, შესაბამისი რეაგირება იქნება იმიტომ, რომ ეს გასცდა ყოველგვარი კორექტულობის და გონივრულობის ფარგლებს. ეს ისეთი სტილია, რომელიც ვიცით, ვისი ხელწერაც არის. არ მინდა ამაზე შორს წავიდე, მაგრამ ნამდვილად საჭირო იქნება რეაგირება იმ განცხადებაზე, რომელსაც მე არ ვთვლი საპასუხოდ, მაგრამ დანარჩენი კოლეგების მიმართ იყო უპატივცემულო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა სახის რეაგირებას გულისხმობს ის, ბესელიამ უპასუხა, რომ ეს მსჯელობის დროს გაირკვევა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს