ზაზა სარალიძე - ფაქტობრივად არაფერია შეცვლილი მთავარ პროკურორთან წინა შეხვედრის შემდეგ

ფაქტობრივად არაფერია შეცვლილი წინა შეხვედრის შემდეგ, რადგან საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გაყვანას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა პასუხები ვერ მიიღო. "ბევრი კითხვა დაისვა, რომელზე პასუხიც ვერ მივიღე, იქიდან გამომდინარე რომ გენპროკურორთან არასწორი ინფორმაცია მიდის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქმის პროკურორებიც, რომელთაც კონკრეტული კითხვები დავუსვი, თუმცა მათგანაც ვერ მივიღე პასუხები. დანარჩენ რაღაცებზე შევთანხმდით. ჩვენ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ხორავას ქუჩის საქმეზე გვქონდა. გამოყოფილი საქმის პროკურორი გაოცდა, რომ ეს ინფორმაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ, მე არ მაქვსო. კონკრეტულად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიტყვი ინფორმაციას. ფაქტობრივად არაფერია შეცვლილი წინა შეხვედრის შემდეგ, რადგან საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გამოყვანას. მე ბრძოლას მანამდე გავაგრძელებ, ვიდრე ყველა არ დაისჯება. გამომძიებლების მიმართ სამსახურებრივ გადაცდომებზე მოკვლევა დაწყებულია და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. მე გენპროკურორს სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ შევხვდები", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო