გიორგი ქობულია - 2019 წელს მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამას ვიწყებთ

წელს ქვეყანაში მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამით იგეგმება ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის გადამზადება. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ესენია ტურიზმი და სასტუმროები, ICT სექტორი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წარმოება, ავეჯის დამზადება, ავტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აწყობა - წარმოება, კომპიუტერებისა და ელექტრონული ნაწარმის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მშენებლობა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა საბჭოები პრიორიტეტული სექტორების მიხედვით და მათ მუშაობაში სამთავრობო უწყებების გარდა, მონაწილეობდნენ ბიზნესის, პროფესიული განათლებისა და დონორების წარმომადგენლები. საბჭოებმა დაადგინეს პროფესიები და გადასამზადებელ პირთა რაოდენობა, სასწავლო პროგრამა, ასევე განსაზღვრეს დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის საჭიროება გეოგრაფიულ ჭრილში და სხვა.

პროფესიული განათლების მოკლევადიანი პროგრამის პირველი ტალღის დაწყება არსებულ ბაზაზე 1-ლი აპრილიდან იგეგმება.

ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა