ოთარ კახიძე ეკონომიკის მინისტრს - ამერიკელები  და იაპონელები  არიან მფლანგველები და თქვენ ხელმომჭირნეები?

რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ თქვენი მთავრობა უფრო ჭკვიანურად დააბანდებს ჩვენს ფულს საპენსიო ფონდიდან, ვიდრე დააბანდეს ინგლისელებმა, ამერიკელებმა, იაპონელებმა ან ლატვიელებმა?!, - აღნიშნული შეკითხვით ,,ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ოთარ კახიძემ ეკონომიკის მინისტრს მიმართა.

,,ამერიკამ, ინგლისმა ამ საპენსიო ფონდებში მილიარდობით დოლარის ზარალი ნახეს... თქვენ ხართ მთავრობა, რომელმაც ეკონომიკური ზრდის ტემპი ვერ შეინარჩუნეთ, ის ტემპი, რომელიც წინამორბედისგან გადმოგეცათ. საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი გაქვთ იმაზე დაბალი, ვიდრე თქვენს წინამორბედს ჰქონდა. ლარის კურსი ვერ შეინარჩუნეთ, ვერც სიღარიბის პრობლემა მოხსენით, ვერც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ხართ მოწინავე ადგილას... აქედან გამომდინარე, რა საფუძველი გვაქვს ჩვენ, მოქალაქეებს, ვივარაუდოთ, რომ თქვენ უფრო ჭკვიანურად დააბანდებთ ჩვენს ფულს, რომელსაც აიღებთ, ვიდრე დააბანდეს ინგლისელებმა, ამერიკელებმა, იაპონელებმა ან ლატვიელებმა?!“, - მიმართა გიორგი ქობულიას ოთარ კახიძემ, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ თანხა, რომელიც საპენსიო ფონდში გროვდება, ნულოვანი რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში დაბანდდება.

,,საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ამ ფონდის პრინციპების მიხედვით მოხდება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში, ესაა ფასიანი ქაღალდები, რომელთა საიმედოობა არის პრაქტიკულად სუვერენულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი ნულის ტოლია. ამავე დროს ეს ფასიანი ქაღალდები ჩვენ მოგვცემს უფრო მეტ მოგებას, ვიდრე არის ინფლაცია, ამიტომ ფული არ გაუფასურდება. მეორე ეტაპზე თანხის 20%-ს დავაბანდებთ უცხოურ ფასიან ქაღალდებში, ასევე, ძალიან დაბალი რისკის მქონეში“, - განაცხადა კახიძის კითხვის პასუხად ქობალიამ.

,,ანუ საქართველოს მთავრობამ ისეთი მიგნება გააკეთა ამერიკელებმა და იაპონელებმა რომ არ იციან, ისინი არიან მფლანგველები და თქვენ ხელმომჭირნეები“, - უპასუხა მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო