სერგი კაპანაძე - თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, ჭკვიანმა ხალხმა იპოვა თუ არა გამოსავალი რეგულაციების გვერდის ასავლელად?!

თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, ჭკვიანმა ხალხმა იპოვა თუ არა გამოსავალი რეგულაციების გვერდის ასავლელად, მაგალითად სამშენებლო სექტორში რა გამოსავალი იპოვეს, ან რა გზით უვლიან გვერდს რეგულაციებს რითეილის მაღაზიები ტექნიკის გაყიდვის სფეროში? - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სერგი კაპანაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრი მოხსენებით გამოვიდა.

„თუ თქვენ გაქვთ ამოცანა, რომ ხვრელები ამოავსოთ და ეს პრობლემა ჩაკეტოთ, მე გეუბნებით, რომ მათ გამოსავალი იპოვეს. გსმენიათ ალბათ, ასეთი ტრანზაქციის სახეა შესყიდვა გამოსყიდვით. აკრძალვის შედეგად იპოთეკურ სესხს რომ ვეღარ იღებს ადამიანი, მიდის სხვა ადამიანთან და ეუბნება, რომ მოგყიდი ჩემს ბინას, შენი იქნება, თუ ერთ წელიწადში ვერ დაგიბრუნებ თანხას უკან და ეს ადამიანი მაინც კარგავს ბინას თუ თანხას ვერ გადაიხდის. თქვენ კი გგონიათ, რომ გაკოტრებისა და ბინის დაკარგვის რისკი აიცილეთ თავიდან. ამ ხალხმა კიდევ უფრო მეტი რისკი მიიღო, რადგან ახლა უკვე ინდივიდუალური შეთანხმებებია. ტექნიკას რომ ვეღარ ყიდულობენ ადამიანები, ქირაობენ“, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა