ზაზა სარალიძის იურისტები ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაწყებული გამოძიების შედეგებს გაეცნობიან

ზაზა სარალიძის იურისტები ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაწყებული გამოძიების შედეგებს გაეცნობიან. როგორც მთავარ პროკურორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, მათ აღნიშნული შეთავაზება შალვა თადუმაძისგან მიიღეს, რასაც დათანხმდნენ.

"ჩვენ დავაფიქსირეთ ყველა ის დარღვევა, რასაც თვალს ვადევნებთ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების დროს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურორისგან იყო შემოთავაზება, რომ მოხდეს საქმის გაცნობა. ვგულისხმობ გამოყოფილ საქმეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ უკვე იყოს მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ ვუყურებთ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ეს შეთავაზება და ორშაბათიდან გავეცნობი საქმეს, რომელიც ეხება ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაწყებული გამოძიების შედეგებს", - განაცხადა ლონდარიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა