რომან გოცირიძე - დღეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა პარლამენტში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მეორე არხი“ კი „თსუ“-სა და „ქუთაისი“-ს თამაშს აჩვენებს

მთელი მსოფლიო უყურებს ახლა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მეორე არხზე“ კალათბურთს - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ყოჩაღ, რომ კარგად არჩევს პრიორიტეტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების საკითხზე კითხვა დაუსვა.

„მინდა თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო, მთელი მსოფლიო უყურებს ახლა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მეორე არხზე“ კალათბურთს. დაახლოებით ისეთივე ინტერესია, როგორც „რეალისა“ და „ბარსელონას“ თამაშზე. თამაშობს „თსუ“ და „ქუთაისი“. ანგარიში არის 50-50. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ყოჩაღ, რომ კარგად არჩევს პრიორიტეტებს. დღეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა პარლამენტში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მეორე არხი“ ფაქტობრივად ორი წლის განმავლობაში პარალიზებულია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ნაცვლად უშვებს ასეთ სასაცილო გადაცემებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ქონება თქვენს ბალანსზეა. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ 60 მილიონს იღებს უკვე ბიუჯეტიდან. წაართვა ფული რეგიონების მაუწყებლებს და რეკლამის დამატებითი რესურსები მიითვისა. მიუხედავად იმისა, რომ დარგობრივმა კომიტეტმა ერთხმად ჩააგდო ის კანონპროექტი. ახლა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა ლამაზი შენობის აშენება და 40 თუ 45 მილიონ ლარს იღებს კომერციული ბანკიდან კომერციულ სესხს, მაინტერესებს თქვენი, როგორც მინისტრის პოზიცია ესაა სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილება?“, - მიმართა გოცირიძემ ქობულიას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო