გიორგი ქობულია - ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის

ბატონო გიორგი, შეიცვალა თქვენი პოზიცია და ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ?! - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

მინისტრმა გიგა ბოკერიას უპასუხა, რომ საქართველოსთვის ძალიან მიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და შესაძლოა მისი ადრინდელი განცხადება მაშინ ვერ გაიგო. „ეკონომიკური ზრდა არის ძლიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკური ზრდა საჭიროა იმისთვის, რომ გაიზრდოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა... შეიძლება თქვენ არასწორად გაიგეთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიგა ბოკერიას განმარტებით კი „შენიშვნა მიღებულია“. „ე. ი. თავის დროზე არასწორად გავიგეთ ჩვენ. დიდი მადლობა, ანუ თქვენი ფრაზა მაშინ, არასწორად გავიგეთ?! თქვენ მაშინ მოხვედით, პატარა შოკში ჩაგვაგდეთ, ნუ ამახვილებთ ყურადღებას ეკონომიკურ ზრდაზე, არ არის მნიშვნელოვანიო... გავიგე, ვიღებ მაგ შენიშვნას. იცით ალბათ, რომ საშუალო ზრდა იმ პოლიტიკური გუნდის მმართველობის პირობებში, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით, ამ წლების განმავლობაში წლიური ზრდა 3,8% არის. მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ ხომ არ გაქვთ ხედვა, ამ ზრდით რამდენ ხანში დავეწევით ყველაზე ღარიბ ქვეყანას დღეს ევროკავშირში?! დღევანდელი ზრდით ბულგარეთს?“, - მიმართა ბოკერიამ ქობულიას.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. „პრაქტიკულად უმეტესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება. მე მგონი ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა