გიორგი ქობულია - „ექსონ მობილი“ დღეს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „ექსონ მობილი“ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2019 წლის ბოლოს იგეგმება ტენდერის ჩატარება შავ ზღვაზე ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, კომპანია „შლუმბერჟე“ კი საქართველოში ბუნებრივი აირის ძებნა-ძიების სამუშაოებს აწარმოებს. გიორგი ქობულიამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სამუშაოების შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს საკუთარი ბუნებრივი აირი ექნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის მარაგებთან დაკავშირებით მონაცემებისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა.

აღანიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს