გიორგი ქობულია - საქართველოში 2019 წელს რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგცენტრის მშენებლობა დაიწყება

2019 წელს საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების - მძღოლებისა და მენეჯერების მომზადების და პერიოდული გადამზადების მიზნით, რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ ცენტრის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის პრეზენტაციის თანახმად, რეგიონალურ ტრეინინგ ცენტრს ექნება 4 კილომეტრიანი სიმულაციური ტრასა და საშუალება, წელიწადში გადაამზადოს 1000-მდე მძღოლი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ცენტრში გადამზადებას გაივლიან როგორც ავტობუსის მძღოლები და ტრაილერის მძღოლები, ასევე პატრული, სასწრაფო, მუნიციპალური ტრანსპორტო და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მძღოლებს, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, აუცილებელია გააჩნდეთ ევროპული სტანდარტის აკრედიტაცია. ასევე გაიზარდება უსაფრთხოების ხარისხი შიდა გადაზიდვა-გადაყვანის შემთხვევების დროს.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა