სოციალურ კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტზე 4 არასრულწლოვანია მხილებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს 4 არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ს.დ., 2002 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2004 წელს დაბადებული მ.ბ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარის მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, ასევე, გაქურდეს მაღაზია "აიტექნიკი", საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა