სურსათის ეტიკეტირების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ინიციატივით, სურსათის ეტიკეტირების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც 30-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რეგულაციის იმ მუხლებზე იმსჯელეს, რომლებიც მეწარმეებისათვის პრობლემურად მიიჩნევა.

სამუშაო ფორმატში, დისტრიბუტორებისთვის განმარტებები გააკეთეს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ და მისმა მოადგილემ ქეთევან ლაფერაშვილმა. მათ ასევე უპასუხეს კომპანიების წარმომადგენლების შეკითხვებს. ეს იყო პირველი სამუშა შეხვედრა, რომელიც ამ ფორმატით გაიმართა. დაგეგმილია, რომ მეწარმეებისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ამავე რეგულაციას უკავშირდება, შეხვედრები კიდევ გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა