ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლობამ სახალხო დამცველის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, უწყების პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბუჯრანაძეს, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროს, თამარ გაბიანსა და ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ურთიერთთანამშრომლობის და ომბუდსმენის აპარატთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო ვეტერანების წინაშე მდგარ პრობლემებს, რომლის გადაჭრაც, უმნიშვნელოვანესია მათი მორალური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„ჩვენი მთავარი მიზანია, თუკი ვინმე არ ასრულებს თავის უფლებამოვალეობას მოვახდინოთ ოპერირება. რაც შეეხება ვეტერანებს, კონსტიტუციური უფლება ვეტერანებთან მიმართებაში არ არსებობს, არის სოციალური გარანტიები და თუ კი რომელიმე კონკრეტული სოციალური შეღავათით არ ხდება უზრუნველყოფა, აქ, შეიძლება, ჩვენ გვქონდეს ინტერვენცია ან მეორე, რა შეღავათებიც არის განსაზღვრული, თუ ხდება იმის დისკრიმინაციული განაწილება.

თუ რაიმე მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, მოგვმართეთ, მოგვაწოდეთ მასალები, ჩვენ მუდამ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, უწყების სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ამურ რევიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი შორენა სიხარულიძე, სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, თეიმურაზ ლორია, საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე, დოდო გუგეშაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ხელმძღვანელი, აკაკი ვაშაკიძე, ვეტერანთა უფლებადამცველი, რობიზონ პაპიძე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახალხო დამცველის აპარატთან ვეტერანთა საკითხებზე შეხვედრებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა