სოფიო ქაცარავა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის განსაკუთრებული პარტნიორია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

„რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არის განსაკუთრებული პარტნიორი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, შავი ზღვის კონტექსტში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობასა და მის მნიშვნელობაზე.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო