ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მხარებმა ყურადღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„განვიხილეთ ყველა სტრატეგიული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებთან, მათ შორის, განვიხილეთ პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის საკითხები და ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს