ოთარ კახიძე - ჩვენ მოვუსმინეთ ხედვის არმქონე მინისტრს, რომელიც არსებულ პრობლემებსაც კი არ აღიარებს

ჩვენ მოვუსმინეთ ხედვის არმქონე მინისტრს, რომელიც არსებულ პრობლემებსაც კი არ აღიარებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ქობულიას 2019 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას მოქალაქეების პრობლემებზე არ უსაუბრია.

"სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას უძრავი ქონების ბაზარი, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც სახლის ყიდვა ან რემონტის გაკეთება უნდათ, იპოთეკურ სესხებს ვერ იღებენ; ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ სარეცხის მანქანის და მაცივრის განვადებით შეძენა, ვერ ყიდულობენ. ეს პრობლემა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და 2019 წლის სამოქმედო გეგმაში ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ამ პრობლემას არცკი აღიარებენ. ანუ რეალურად ჩვენ მოვუსმინეთ ხედვის არმქონე მინისტრს, რომელიც არსებულ პრობლემებსაც კი არ აღიარებს", - განაცხადა კახიძემ.

მან ეკონომიკის მინისტრი საპენსიო რეფორმის მიმართულებითაც გააკრიტიკა. კახიძის თქმით, ხელისუფლებამ ისე ამოუღო ათეულობით მილიონი ლარი მოსახლეობას ჯიბიდან, რომ ეს თანხა შესაბამის საინვესტიციო ფონდებში არ არის განთავსებული. "ეს რისკები, რომელიც საპენსიო ფონდებს ეხება ვერ დააზღვია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ლატვიამ და გვპირდება, რომ ამას დააზღვევს "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელმაც ყველაფერში მოატყუა თავისი ამომრჩეველი, ვერ შეინარჩუნა ვერც ეკონომიკური ზრდის ტემპი, ვერც ლარის კურსი, ვერც ინვესტიციების მოზიდვის ტემპი. ანუ ყველა მხრივ უკან წავედით, მათ შორის სიღარიბის მიმართულებითაც და ამ კუთხით ითხოვს, რომ ვენდოთ. თან საპენსიო რეფორმა ისე დაიწყეს, ათეულობით მილიონი ლარი ისე ამოუღეს ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან, რომ არ არის ეს თანხები შესაბამის საინვესტიციო ფონდებში განთავსებული. არც იციან სად წაიღონ, ჯერ რაღაც დეპოზიტეპზე გვაქვს შენახულიო და ნულოვანი რისკების მქონე ფასიან ქაღალდებში დავაბანდებთო. ჯერ ერთი ნულოვანი რისკების მქონე ფასიანი ქაღალდები არ არსებობს. შემდეგ თქვა მინისტრმა, რომ ობლიგაციებში დავაბანდებთო და ზუსტად 2 კვირის წინ იაპონიის საპენსიო ფონდმა 138 მილიარდი იზარალა ამ ფონზე, როცა მათ ეს ფული ობლიგაციებში ჰქონდათ დაბანდებული. ეს არ არის სრულიად რისკებისგან დაზღვეული სისტემა, თან "ქართული ოცნების" ხელში“,- განაცხადა კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა