ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი 15 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღს დაასახელებს. ამის შესახებ „El Pais“ იუწყება.

ვადამდელი არჩევნები ჩატარდება იმის გამო, რომ დღეს პარლამენტმა ხმა არ მისცა მთავრობის მიერ წარდგენილ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ორმა კატალონიურმა პარტიამ, რომლებიც ავტონომიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიან.

ელოდებოდნენ, რომ პედრო სანჩესი არჩევნების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებდა მას შემდეგ, რაც პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა. ვარაუდობენ, რომ ვადამდელი არჩევნები 14 ან 28 აპრილს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა