ირაკლი მეზურნიშვილი - ეკონომიკის მინისტრმა თავის მოხსენებაში ძალიან სწორი აქცენტები დასვა

ეკონომიკის მინისტრმა თავის მოხსენებაში ძალიან სწორი აქცენტები დასვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიერ წარდგენილი 2019 წლის სამოქმედო გეგმის შეფასებისას განაცხადა.

მეზურნიშვილმა ეკონომიკის მინისტრის გამოსვლიდან ორი მიმართულება გამოყო, რომელიც პროფესიულ გადამზადებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.

„ეკონომიკის მინისტრმა თავის მოხსენებაში ძალიან სწორი აქცენტები დასვა. ჩვენ ვნახეთ, რა გამოწვევებია საქართველოს ეკონომიკის წინაშე 2019 წელს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ მიმართულებას - ეს არის პროფესიული კუთხით უპრეცედენტო მასშტაბის გადამზადების დაწყება, რომელიც მარტიდან ამოქმედდება. ჩვენ ათიათასობით ადამიანს გადავამზადებთ იმ სფეროებში, რაც კერძო სექტორთან არის შემუშავებული, რათა მათი სწრაფი დასაქმება მოხდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსებთან წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და იმ საფინანსო-საკრედიტო მექანიზმის შემუშავება, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად დაიწყო. ვფიქრობ, რომ ეს სტიმული იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო