მამუკა არეშიძე - კადიროვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშაოს ითუმ-ყალედან შატილის  გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა

არსებობს კადიროვის ახალი პროექტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშაოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამზან კადიროვს არა მხოლოდ ამ გზის ამუშავება, არამედ საბაჟოს გახსნაც სურს. „ჩრდილოეთ კავკასიაში სხვადასხვა ინტერესების დაჯგუფებებია, ყველას უნდა, რომ ტრანზიტის მფლობელი იყოს. ძალიან კარგი მაგალითია, რომ 2006 წლიდან გაკეთდა გზა აფხაზეთის მიმართულებით ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან. ფედერალურ ხელმძღვანელობას 270 კილომეტრიანი გზა გააკეთებინეს იმისთვის, რომ კოდორის ხეობის გავლით სოხუმამდე ჩასულიყვნენ. როგორც გააკეთეს, ისევ იქ არის გაჩერებული ეს გზა. ასევე ჩრდილო-ოსეთშიც გააკეთეს გზა, რომლიც ამოდის მამისონის უღელტეხილზე. 18-კილომეტრიანი გზა დაუჯდათ 3 მილიარდ 200 მილიონი რუბლი. კალაკი - ასთი დასახლებული პუნქტია, რომელიც მამისონამდე ამოდის. ესეც იმიტომ, რომ განეხორციელებინათ ტრანზიტი.

ახლა არსებობს კადიროვის ახალი პროექტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშავოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა. ითუმ-ყალე არის ჩეჩნეთის უკიდეურესი სამხრეთ რაიონი. იქ დუდაევმა თავის დროზე გააკეთა 48 კილომეტრიანი გზა, მაგრამ მოხრეშვის გარდა ვერაფერი მოასწრო. ეს არის ის გზა, საიდანაც ლტოლვილები გამოყარეს, შატილს მოაწყდნენ 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. მოკლედ, ამ გზის ამუშავება უნდა. როგორც ჩანს ამ გზის ამუშავების შანსები აქვს და ფედერალურ დონეზე რაღაცები შეათანხმა. არა მარტო გზის ამუშავება, არამედ საბაჟოს გახსნა უნდა. საბაჟოს ვერ გახსნის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით რეგიონი, თუ კონკრეტულ ქვეყანასთან არ ექნა 100-კილომეტრიანი საზღვარი, არადა აქვს 85 კილომეტრი. ახლა „ჩალიჩობს“, რომ ამ 15 კილომეტრზე როგორღაც იშოვოს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

იხილეთ ვიდეო: "კადიროვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშავოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა