ილიაუნის სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო

ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ცნობილი უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა, სადაც სტუდენტები ბიზნესსკოლის ყოფილ რექტორს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, ისინი ითხოვენ გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ბიზნესსკოლისთვის ძველი სტატუსის აღდგენას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა აღნიშნულ მოთხოვნას უერთდება უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი, თავად გიორგი ქადაგიძის განცხადებით კი, ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც სტუდენტებმა დაიწყეს და რომელიც აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.

„ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც დაიწყეს სტუდენტებმა და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოთხოვნები აუცილებლად დაკმაყოფილდება, ვინაიდან თითოეული მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და ემსახურება განათლების ხარისხის ამაღლებას. მე სოლიდარული ვარ თითოეული სტუდენტის მიმართ და ჩვენ ერთად გავივლით ამ უმნიშვნელოვანეს გზას“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს